თეგებით ძიება

ქოლ-ცენტრების საქმეზე რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, პროკურატურამ ყოფილი ძალოვანი დააკავა

ქოლ-ცენტრების საქმის გამოძიების ფარგლებში, ყოფილი სამართალდამცავი იოსებ მჭედლიშვილი დააკავეს. მჭედლიშვილი მთავარ პროკურატურაში რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დააპატიმრეს. ინფორმაცია "მთავარ არხს" მჭედლიშვილის ადვოკატმა დაუდასტურა.

მჭედლიშვილი ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის  ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.

შეგახსენებთ,  ორი დღის წინ, დედაქალაქში რამდენიმე ადგილას სპეცოპერაცია ჩატარდა. პროკურატურის განცხადებით, საგამოძიებო - საპროცესო მოქმედებები სწორედ  ტრანსნაციონალურ დანაშაულს,  ქოლ-ცენტრებს უკავშირდებოდა.

არსებული ინფორმაციით, მჭედლიშვილი კომპანიებს მართავდა, თუმცა მისი სახელი არსად ფიგურირებს და კომპანიები ფიქტიურ პირებზეა გაფორმებული.

პროკურატურას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა