თეგებით ძიება
03. 02. 2024 სპორტი

თბილისის სპორტის სასახლე დაშნით მოფარიკავე იუნიორ ქალთა შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს

თბილისის სპორტის სასახლე, დაშნით მოფარიკავე იუნიორ ქალთა შორის მსოფლიო თასს მასპინძლობს.

ტურნირზე, რომელშიც 22 ქვეყნის 155, მათ შორის 5 ქართველი მოფარიკავე მონაწილეობს, დღეს გუნდური შეჯიბრი მიმდინარეობს, ხვალ კი მსოფლიო თასი ინდივიდუალური შეჯიბრით გაგრძელდება.

ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირების სერია 9-11 თებერვალს ხმლით მოფარიკავეთა შორის მსოფლიო თასით გაგრძელდება კაცებს შორის. ხოლო 17 და 18 თებერვალი, სპორტის სასახლეში რაპირით და ხმლით მოფარიკავე იუნიორ ქალებს დაეთმობათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა