თეგებით ძიება

ქარელის პოლიციის უფროსსა და მის მოადგილეს ესროლეს

ქარელის პოლიციის უფროსს ილია სააკაშვილს და მის მოადგილეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამბავს პოლიციის უფროსი თვითონვე ადასტურებს. შსს პოლიციის მაღალჩინოსნებზე თავდასხმას საგულდაგულოდ მალავდა.

"ყველაფერი ძალიან კარგად არის. კი მატყობთ ნორმალურად ვარ, ჯიგრულად. ყველაფერი დევს საგამოძიებო საქმეში ..გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ყველაფერს ვერ გეტყვით. ყველანი გადავრჩით, კარგად ვართ, ჯანმრთელად."  ამბობს პოლიციის უფროსი "მთავარ არხთან".

მისივე თქმით, ბრალდებული, 1990 წელს დაბადებული ავთანდილ ბარბაქაძე დაკავებულია, ცეცხლსასროლი იარაღი კი, რომლიდანაც მათ ცეცხლი გაუხსნეს, ამოღებული. 

შსს-მ სამი დღის წინ მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება სსკ-ის სამი მუხლით დაიწყო - პოლიციელებზე თავდასხმა, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- გამოყენება და სიცოცხლით ხელყოფით მუქარა.

დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა და გორის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჩვენი ინფორმაციით, მას ადვოკატის მომსახურებით არ უსარგებლია და უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს.

 როგორც მეზობლები ამბობენ, შელაპარაკება ბარბაქაძეს ჯერ მეგობართან მოუვიდა, რის შემდეგაც ისროლა. ამის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და ბარბაქაძემ მათი მისამართითაც გახსნა ცეცხლი, თუმცა სამართალდამცველებმა ბარბაქაძის განიარაღება და დაკავება ადგილზე შეძლეს.

წყარო : მთავარი არხი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა