წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი! - 5 თებერვალს პარლამენტთან აქცია დაანონსდა
5 თებერვალს, 19:00-ზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები აპირებენ დეპუტატებს მოუწოდონ, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს, რადგან, მათი თქმით, "ის არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!"
აქციის ორგანიზატორების თქმით, არ შეიძლება კულტურის მინისტრი იყოს ადამიანი, რომელმაც
"სახელოვნებო და სამეცნიერო ინსტიტუტები მიზანმიმართულად ჩამოშალა;
კულტურული მემკვიდრეობას საფრთხე შეუქმნა;
გელათის უნიკალური მხატვრობა შელახა;
ქოროღოს კოშკი გაანადგურა;
სახელოვნებო და სამეცნიერო პროექტები შეაჩერა და ჩაშალა;
საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა;
სასამართლოში ოცამდე შრომითი დავა წააგო;
კინოცენტრი, მწერალთა სახლი, კონსერვატორია და სამეცნიერო ინსტიტუტები კი მიიტაცა".