„ეს ქმნის ილუზიას, რომ ზოგი ნარკოტიკი არ არის მავნე ან სარისკო“ - რას წერს ბაია პატარაია?
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძის ფეისბუქ-პოსტს აქვეყნებს და საკუთარ კომენტარს ურთავს:
„ვეთანხმები ნათიას ამ პოსტში, ნარკოტიკს არ უნდა ალამაზებდეს წინ დამატებული სიტყვები “სააფთიაქო”, “კლუბური”, “რეკრეაციული”, “მსუბუქი”, ეს ქმნის ილუზიას, რომ ზოგი ნარკოტიკი არ არის მავნე ან სარისკო. ბევრი ადამიანი ტყუვდება და ენდობა მერე ამ ნივთიერებებს. ტკივილზე და ესკაპიზმზე რასაც წერს, მაგაშიც ვეთანხმები“ - წერს ბაია პატარაია.