ასეთი უსახური და უგემოვნო მუსიკა რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღეს, მასკულტურის რა დონის დეგრადაციაზე მეტყველებს?!- ბაია პატარაია
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს:
ეს ტეილორ სვიფტი ხომ სულ მესმის, სახეზეც ვიცი, ერთი-ორ ინტერვიუს ნაგლეჯსაც შევხვედრილვარ, მაგრამ არ ვიცი, რას მღერის. ხოდა იუთუბს მივაშურე და ათამდე სიმღერის პირველ 1/3 მოვუსმინე და ისევ არ ვიცი, რას მღერის.
სორი, მაგრამ ძაან ნაგავია ეს სიმღერები. ასეთი უსახური და უგემოვნო მუსიკა რომ არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დღეს, მასკულტურის რა დონის დეგრადაციაზე მეტყველებს?! ნუ, ლიტერატურაში კარგა ხანია ვხედავ მელოდრამატული გრაფომანიის გაპოპულარულებას და მუსიკაშიც იგივე ყოფილა. ჩემი აზრით, არ მომწონს
პ.ს. სიმღერის ტექსტებშიც უბანძესი საქმის რჩევა დამხვდა მხოლოდ - წერს პატარაია.
ცნობისთვის, Tik Tok-მა ტეილორ სვიფტის, ვიქენდის, ოლივია როდრიგოს და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავის სიმღერები წაშალა. მიზეზი სოციალური ქსელის პლატფორმასა და ხმის ჩამწერ სტუდიას Universal Music Group-ს შორის კონტრაქტის ამოწურვაა.