თეგებით ძიება

“ქართული ოცნება” იძულებული გახდა აღედგინა პოლიციური გამოსახლების მექანიზი.. მიხვდა შეცდომას და ცდილობს ნაწილობრივ გამოსწორებას - რომან გოცირიძე

მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო და გააუქმა საპოლიციო გამოსახლების წესი, უზარმაზარი პრობლემა შეექმნა ბიზნესს, საფინანსო სისტემას, მესაკუთრეებს - ამის შესახებ პარლამენტაი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

უყურეთ ალბათ სიუჟეტს-კასპის სოფელში მოსახლეობამ ბანკიდან ფული აიღო, ორ მილიონ ლარამდე, მოაწყო საქონლის სადგომები, მოაშენა პირუტყვი, რომელიც შეისყიდა გადამყიდველმა, ვინე დავით ჯემალ-ოღლიმ, რომელსაც ბიზნესმენად მოიხსენიებენ. იმან ფული მიითვისა და ეს ხალხი გააკოტრა. რა მექნა, კანონიერ ქურდებს მივეციო, მოიყვანა შეუვალი არგუმენტი იმ თაღლითმა. ახლა ხალხი მთავრობისგან შველას ითხოვს და ბანკებისაგან შეღავათებს. ალბათ ამაში ქონების დასაკუთრების შეჩერებაც იგულისხმება. 

ათეულ ათასობით მსგავსი შემთხვევაა საფინანსო სისტემაში. გაცემული სესხების საკმაო პროცენტი ვადაგადაცილებულია ან სრულიად უიმედო, თუმცა საქართველო ამ მხრივ სულაც არ არის ყველაზე უარესი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რეგიონში კი ერთ-ერთი საუკეთესოა. ამის მიზეზი ერთ დროს გამართულად მომუშავე აღსრულების სისტემაც იყო. 

რაც შეეხება ე.წ. მევახშეებს, აღსრულების სტატისტიკაში მათი წვლილი უმნიშვნელოა, ხოლო მედიის მიერ შექმნილი სურათი ჰიპერტროფირებული. 

მას შემდეგ, რაც “ქართულმა ოცნებამ” პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღო და გააუქმა საპოლიციო გამოსახლების წესი, უზარმაზარი პრობლემა შეექმნა ბიზნესს, საფინანსო სისტემას, მესაკუთრეებს. გადაჭედლია სასამართლოები ათეულ ათასობით განუხილველი საქმეებით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილის აღსრულება ვერ ხორციელდება სისტემის მოშლის გამო. 

“ქართული ოცნება” იძულებული გახდა კვლავ აღედგინა პოლიციური გამოსახლების მექანიზი, ოღონდ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფიზიკური პირების მიერ  უძრავი ქონების იჯარით გაცემის შემთხვევაში. ამ დღეებში მთავრობას შემოაქვს კანონპროექტი. მიხვდა შეცდომას და ცდილობს ნაწილობრივ გამოსწორებას. 

რაც შეეხება კასპში მომხდარ ამბავს, იმედია მათაც ამოუდგებიან გვერდში ის ადამიანები, რომელიც ასე ხმალაღებული დაუპირისპირდნენენ ვინმე მევახშეს (რომელმაც საბოლოო ჯამში მიიღო ის,რასაც 6 წელიწადი ითხოვდა). არგუმენტი, რომ ძროხების სადგომი სხვაა და ბინა სხვა, არ იქნება სწორი. იმ ხალხს საკუთარი საცხოვრებელი სახლები აქვთ ჩადებული ბანკებში - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა