თეგებით ძიება

ქოლცენტრების დახმარებით ქართველებმა შვეიცარიის მოქალაქეებს 60 მილიონი მოპარეს

შვეიცარიის მოქალაქეებს ქართველებმა 60 მილიონი მოპარეს. დანაშაულებრივი ჯგუფი უცხოელებს ე.წ ქოლცენტრების დახმარებით ძარცვავდა. 

თაღლითობის საქმეზე დაკავებულთა ოჯახებში ნაპოვნია დიდი ოდენობით ფული. ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობებიც. ფული, კომპიუტერები და ელექტრონული ჩანაწერები დაკავებულთა წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებებია.

მასშტაბური სპეცოპერაცია ქართველმა სამართალდამცველებმა შვეიცარიელებთან ერთად თბილისში ჩაატარეს. ჯამში 7 ადამიანია დაკავებული. მათი სასამართლო პროცესი დღეს არის ჩანიშნული. ისაუბრებენ თუ არა დაკავებულები ალექსანდრე ჭიკაიძის შესახებ, ჯერ-ჯერობით უცნობია. 

ტვ პირველი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა