თეგებით ძიება

ხელით წერამ შეიძლება გააუმჯობესოს სწავლა და მეხსიერება - ახალი კვლევა

უნივერსიტეტის სტუდენტების ტვინის აქტივობის ჩანაწერის შემდეგ, ნორვეგიელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხელით წერამ შეიძლება გააუმჯობესოს სწავლა და მეხსიერება.

ჟურნალ Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კლავიატურაზე აკრეფა შეიძლება უფრო სწრაფი იყოს, ვიდრე ხელით წერა, მაგრამ ეს ნაკლებად ასტიმულირებს ტვინს.

უნივერსიტეტის 36 სტუდენტის ტვინის აქტივობის ჩაწერის შემდეგ, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ხელით წერამ შეიძლება გააუმჯობესოს სწავლა და მეხსიერება.

ექსპერიმენტის დაწყებისას სტუდენტებს უთხრეს, რომ ან დაეწერათ სიტყვები ციფრული კალმის გამოყენებით სენსორულ ეკრანზე, ან აეკრიფათ იგივე სიტყვები კლავიატურის გამოყენებით. როდესაც მათ წინ ეკრანზე ჩნდებოდა სიტყვები, მათ 25 წამი ჰქონდათ მის დასაწერად ან აკრეფისთვის.

იმავდროულად, თავზე დამაგრებული სენსორების ზომავდა ტვინის ტალღებს. ქუდის 256 ელექტროდი იყო მიმაგრებული სკალპზე და იწერდა სტუდენტების ტვინის ელექტრულ სიგნალებს, მათ შორის, ტვინის რომელი უბნები მუშაობდნენ და როგორ ურთიერთობდნენ ტვინის ნაწილები ერთმანეთთან.

მთავარი დასკვნა იყო ის, რომ ხელით წერა ააქტიურებს თითქმის მთელ ტვინს, ვიდრე ბეჭვდა, რომელიც ძნელად ააქტიურებს ტვინს. ტვინი დიდად არ არის აქტიური როდესაც კლავიატურაზე წერთ.

ხელით წერა საჭიროებს კომუნიკაციას ტვინის ვიზუალურ, სენსორულ და მოტორულ ქერქებს შორის. ადამიანებს, რომლებიც ციფრული კალმით წერდნენ, უწევდათ ასოების ვიზუალიზაცია შემდეგ კი მათი მოტორული უნარების გამოყენება წერისას მოძრაობის გასაკონტროლებლად.

როცა ასოების ხელით წერა გიწევთ, ,,ა“ სრულიად განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე „ბ“ და მოითხოვს სრულიად განსხვავებულ მოძრაობას.

ამის საპირისპიროდ, აკრეფისას კლავიატურა ძირითადად ერთნაირად გამოიყურება, ასოს მიუხედავად. შედეგად, კვლევამ აჩვენა, რომ ბეჭვდა მოითხოვს ვიზუალური და მოტორული ქერქის ნაკლებ აქტივობას.

გამომდინარე იქიდან, რომ ბეჭდვის დროს ტვინის მხოლოდ მცირე ნაწილების აქტივობაა საჭირო, არ არის აუცილებელი ტვინს სხვადასხვა უბნებს შორის კომუნიკაცია.

წინა კვლევამ ბავშვებსა და მოზარდებში დაადგინა, რომ ადამიანების ტვინი უფრო აქტიურია ხელით წერისას, ვიდრე აკრეფისას. ინდიანას უნივერსიტეტის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ხელით წერამ შეიძლება დააკავშიროს ვიზუალური და მოტორული უნარები, რაც შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს ასოების უკეთ ამოცნობაში.

თუმცა, ბოლომდე დადგენილი არ არის, შეიძლება თუ არა ტვინის ვიზუალურმა და მოტორულმა აქტივობამ რეალურ ცხოვრებაში სწავლას ან მეხსიერების გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი.

წყარო: მკურნალი.გე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა