დღეს სუმოში ქართული ეპოქა დასრულდა. დიდი მადლობა ლევან! - გოგა ჩანადირი
დღეს იაპონიაში ტოჩინოშინის კარიერის დასრულების აღსანიშნავად, თმის მოჭრის ცერემონიალი ჩატარდა. ამის შესახებ ფოტოჟურნაისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:
დღეს სუმოში ქართული ეპოქა დასრულდა - ლევან გორგოძე, მეტსახელად ტოჩინოშინი, ერთ დროს ოძეკიც, ემშვიდობება ბაშოზე ასპარეზობას.
ლევანი სუმოში 2006 წელს მივიდა და მისთვის ძალიან ბევრი რამ გაიღო.
გაიარა ყველა საფეხური და 2018 წელს იმპერატორის თასი მოიპოვა. მეორე თასთანაც ახლოს იყო, მაგრამ წარმატების მისაღწევად ტრავმები საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ სუმოდან წასვლის მიზეზიც ეს გახდა, თორემ ტოჩინოშინს ნამდვილად შეეძლო მეტის მიღწევაც და სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდების იოკოძუნას მოპოვებაც, რაც უძლეველ ჩემპიონის ნიშნავს.
დიდი მადლობა ლევან! - წერს გოგა ჩანადირი.