თეგებით ძიება

მარიამ ბოლქვაძემ შარმ ელ შეიხის ტურნირის ჩემპიონია

ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ ეგვიპტის ქალაქ შარმ ელ შეიხში ITF-ის ტურნირი მოიგო.

შარმ ელ შეიხის ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მარიამმა ელენა პრიდანკინა ორ სეტში, 6:0, 6:3 დაამარცხა. ბოლქვაძის მეტოქე მსოფლიოს ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგში 343-ე ადგილზეა

ქართველი ჩოგბურთელი ამ მომენტისთვის კლასიფიკაციაში 452-ე ადგილზეა. ჩემპიონის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე ბოლქვაძემ ერთი იტალიელი და ოთხი რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა