მანანა არჩვაძემ დამოუკიდებლობის აქტის ნახვაში საფასური მომთხოვა, მერე ქუჩაში კინაღამ მცემა - ხათუნა გოგორიშვილი
ხათუნა გოგორიშვილმა გადაცემა "საქართველოს დაბადება"-ში დამოუკიდებლობის აქტზე ისაუბრა:
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ორიგინალი იცით რომ არ არსებობს? რამდენი ზედმეტი ხელმოწერაა მიმატებული ზედ, იცით? -არ იცით. არავის ახსოვს რამდენი ხელმოწერაა. მე ვიკვლევდი მაგ საკითხს ორი წლის განმავლობაში. ოთხი ვიცი რომ დამატებულია.ორიგინალი არსებობს, ისიც ვიცი ვისთან არის დამალული. მანანასთან. მივედი და ველაპარაკე. არ უჩვენებია, რადგან მომთხოვა სათანადო საფასური. იმის მერე ქუჩაში კინაღამ მცემა, რადგან გამოვედი და მოვყევი",- განაცხადა გოგორიშვილმა.
წყარო: აიპრესი