თეგებით ძიება

ინიციატივა ხელისუფლებას, შექმენით სახელმწიფო ბანკი! - ზვიად ტომარაძე

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი ზვიად ტომარაძეძე სოციალურ ქსელში წერს:

ინიციატივა ხელისუფლებას, შექმენით სახელმწიფო ბანკი!

დღეს საპენსიო ფონდში 4,4 მილიარდი ლარია, ამ თანხის დიდი ნაწილი ობლიგაციებში და უცხოური კომპანიების აქციებშია ჩადებული, უმჯობესი იქნება თუ ამ თანხით სახელმწიფო ბანკი დაარსდება და სესხებზე დაბალ პროცენტში გასცემს კრედიტებს. 

1) დღეს არსებული ბანკების უმრავლესობა უცხოელების ხელშია და წლიური წმინდა მოგება 2,2 მილიარდი ლარი გადის ქვეყნიდან, სახელმწიფო ბანკის შექმნით ამ თანხის დიდი ნაწილი დარჩება ქვეყანაში;

2) დღეს საბანკო სესხზე პროცენტი ძალიან მაღალია, რაც გახდა მოსახლეობის საბანკო კაბალაში ჩაფლვის საშუალება, სახელმწიფო ბანკის შექმნით და დაბალ პროცენტის სესხის გაცემით საქართველოს მოქალაქეებს შეუმსუბუქდებათ არსებული მდგომარეობა;

3) სახელმწიფო ბანკის დაარსებით, შესაძლებელი იქნება მიზერული პროცენტით სესხის გაცემა პენსიონრებზე, რომლებსაც მრავალი წელია ლიბერთი ბანკი ძალიან მაღალი პროცენტით ფატობრივდ აყაჩაღებდა. ასევე სტუდენტებზე და ახალდაქორწინებულებზე ბინის შესაძენად, რაც არსებულ დემოგრაფიულ მდგომარეობასაც წაადგება;

4) სახელმწიფო ბანკის შექმნით, არსებული ბანკებიც იძულებული გახდებიან დაწიონ პროცენტი და კაბალური პირობები შეცვალონ;

5) საპენსიო ფონდიც სარგებელს ნახავს, რადგან ბანკი წაგებაზე არასდროს მუშაობს და თუნდაც პატარა პროცენტით, სარგებელი მაინც გარანტირებულად იქნება - წერს ზვიად ტომარაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა