თეგებით ძიება
05. 02. 2024 მსოფლიო

ფრონტზე ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ჩიხი შეიქმნა, უკრაინას სჭირდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად თანამედროვე საშუალებები სჭირდება.

„რაც შეეხება ხმელეთზე ომს, აქ ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია, რადგან იყო ტექნიკის შეფერხება და შეფერხებები ნიშნავს შეცდომებს. ჩვენ ვებრძვით ტერორისტებს, რომლებსაც ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია. საბრძოლო მასალა საკმარისი არ არის, გვჭირდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები“, - აცხადებს ზელენსკი. 

ამასთან, მისი თქმით, სამხედრო-საზღვაო ოპერაციამ დადებითი შედეგები მოიტანა.

„რუსეთმა ბევრი გემი დაკარგა და ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა, ამიტომ ოპერაციის ეს პრაგმატული ნაწილი, რომელსაც ეკონომიკაზე ზეგავლენა აქვს, დადებითად განხორციელდა“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა