ინდოეთში 129 წყვილმა ერთად იქორწინა
ინდოეთში მასობრივი ქორწილი გაიმართა. გუჯარატის შტატში ერთდროულად 129 წყვილი დაქორწინდა. ცერემონია, ტრადიციული რიტუალის დაცვით, ადგილობრივი საზოგადოებრივი ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.
ფონდი მასობრივ ქორწილებს ყოველწლიურად აწყობს იმ წყვილებისთვის, რომლებმაც მეტწილად, ფინანსური მიზეზის გამო, დამოუკიდებლად დაქორწინება ვერ შეძლეს. ახალდაქორწინებულებს სოლიდური საჩუქრები, მათ შორის სახლის ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკაც გადაეცათ.