თეგებით ძიება
05. 02. 2024 მსოფლიო

Lufthansa-ს თანამშრომლები ერთი დღით გაიფიცებიან

გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანიის Lufthansa-ს თანამშრომლები ოთხშაბათს ერთი დღით გაიფიცებიან. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია აეროპორტებში მომუშავე პერსონალზე, რომლებსაც გაფიცვისკენ პროფკავშირმა Verdi მოუწოდა. გაფიცვა შეეხება ფრანკფურტის, მიუნხენის, ჰამბურგისა და დიუსელდორფის აეროპორტებს. გაფიცვის მიზანი კი ხელფასების მომატებაა.

„იქიდან გამომდინარე, რომ თანამშრომლები, რომლებსაც მგზავრებსა და თვითმფრინავებზე ზრუნვა ევალებათ, გაფიცულები იქნებიან, ეს ფრენების გაუქმებასა და გადადებას გამოიწვევს“, - აღნიშნულია პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაფიცვა ოთხშაბათს, 7 თებერვალს დილის 4 საათზე დაიწყება და ხუთშაბათს 7:10 საათზე დასრულდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა