თეგებით ძიება

მოეწყობა გვირაბი, რომელიც ბაგებს ქავთარაძესთან დააკავშირებს - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მოეწყობა ახალი გვირაბი, რომელიც ბაგებს ქავთარაძესთან დააკავშირებს.

როგორც კალაძემ „ფეისბუქზე“ ვიდეომიმართვისას აღნიშნა, აღნიშნული გვირაბი საავტომობილო მოძრაობას განტვირთავს.

„ახალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, ბაგებიდან როდესაც გადახვალთ ხიდზე, უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით, შესაძლებლობა იქნება პირდაპირ გვირაბით გადასვლა. გაკეთდება ახალი გვირაბი, ახალი გზა, რომელიც დააკავშირებს ბაგებს ქავთარაძესთან და ქავთარაძიდან ვაჟაზე გადასვლა იქნება შესაძლებელი. ეს აღნიშნულ მონაკვეთს განტვირთავს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა