მცხეთაში ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებულს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს
მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვისთვის დაკავებულ ლაშა შარუხიას აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 2 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, რეზო ნადოიმ გამოაცხადა.
პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ბრალდებულმა ლაშა შარუხიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ღმერთს, რომ ჩემი პატრიარქი არსებობს. მე ჩემი პატრიარქი და საქართველო ძალიან მიყვარს, რაც შეეხება ჩემს საქართველოს - ძალიან გთხოვთ, ცოდვებისგან გაათავისუფლეთ. მადლობა ალტ-ინფოს". - თქვა შარუხიამ.
ლაშა მარუხია სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, 2023 წლის 18 დეკემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. როგორც ტაბულას პროკურატურაში უთხრეს, შარუხიამ ადმინისტრაციული საკუთრება, ევროკავშირის დროშა ცეცხლის წაკიდებით გაანადგურა.