ყაზახეთის მთავრობა გადადგა
ყაზახეთის მთავრობა გადადგა. გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა ხელი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საიტი ავრცელებს.
"ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომა;
დროებით, პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გახდეს რომან სკლიარი;
ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა ახალი მთავრობის დამტკიცებამდე გააგრძელონ საკუთარი მოვალეობების შესრულება;
ხელის მოწერის დღიდან ბრძანება შევიდეს ძალაში"; – წერია პრეზიდენტის ბრძანებაში.
აქამდე მთავრობას ალიხან სმაილოვი ხელმძღვანელობდა, რომელიც თანამდებობას 2022 წლის 11 იანვრიდან იკავებს.
მინისტრთა კაბინეტი, რომელიც დღეს გადააყენეს 2023 წლის სექტემბერში დაამტკიცეს.