აშშ-მა იემენში ჰუსიტების პოზიციებზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა
ამერიკამ იემენში ჰუსიტების პოზიციებზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდასხმის სამიზნე ამჯერად ამბოხებული ჰუსიტების ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო ფრთოსანი რაკეტა გახდა, რომლებიც წითელ ზღვაში, გემებზე შეტევისთვის იყო მომზადებული.
ამბოხებულთა წინააღმდეგ უახლესი შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ირანის მხარდაჭერილი ჰუსიტების პოზიციებზე ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს და 30-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.