გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ...ჩანს ყველანაირი ნიშანი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკლან აქ - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას ეხმაურება და ნდობას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ გაუმჯობესების ნიშანებს ვერ ხედავს.
"არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, პირიქით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ აი, უკვე წელიწადი და 9 თვეა თითქმის ეს ადამიანი აქ არის კლინიკაში მოთავსებული და მე ამ ხნის მანძილზე დღეში 2-ჯერ მოვდივარ, ვნახულობ და ვხედავ. მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება თითქოს ამისთვის. ნუ, ეს არის წამება თავისთავად, სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ იზოლაციაში, ეს უკვე არის წამება თავისთავად. არავითარი იმედი იმის, რომ ეს ადამიანი მორჩება. პირიქით. ჩანს ყველანაირი ნიშანი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკლან აქ," - ამბობს ალასანია.