თეგებით ძიება
05. 02. 2024 მსოფლიო

"ჯო ბაიდენმა ქვეყანა შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს“ - დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა თავის ბოლო ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა. მისი თქმით, ქვეყანა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის ქვეშაა და ბაიდენის პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ბოლო 9 თვის განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება, გაუარესდეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“ ავრცელებს.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანი მიიღებს ატომურ იარაღს მომდევნო 60 დღის მანძილზე, რადგან, რესპუბლიკელების მტკიცებით, ბაიდენის რბილმა პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთში და ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ ხელი შეუწყო გასულ კვირას იორდანიაში თავდასხმებს, რასაც 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

„ჩვენს ქვეყანაში არეულობაა, ჩვენი საზღვრები ღია და დაუცველია,“ - განაცხადა ტრამპმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა