თეგებით ძიება

ექიმების შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც ჩვენ გვიხარია - რატი ბრეგაძე

ექიმების შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც ჩვენ გვიხარია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

რაც შეეხება მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას, ბრეგაძე აცხადებს, რომ ეს განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა ექიმებისგან შესაბამისი რეკომენდაცია იქნება.

„ეს არ არის ჩემი მოსაზრება, ეს არის ექიმების შეფასება, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ეს, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს უხარია. ყოველთვის ვამბობდით, რომ მოწადინებული ვართ, მისი ჯანმრთელობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში და ყველაფერს ვაკეთებდით, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ ამისთვის. მის ექიმებზე დაყრდნობით ვიტყვი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც ჩვენ გვიხარია. რაც შეეხება გადაყვანას, არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ექიმებისგან გვექნება დასტური, რომ მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არის რეკომენდირებული. ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე ექიმებთან კომუნიკაცია", - განაცხადა ბრეგაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას და აღნიშნა, რომ ისინი არ იმოქმედებენ პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე. მინისტრი ამბობს, რომ სასჯელის აღსრულებასთან ერთად, ყველა პატიმრის უფლებები დაცულია.

„საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა, შესაბამისად ჩვენ ვმოქმედებთ მკაცრად კანონის ფარგლებში. იუსტიციის სამინისტრო პასუხისმგებელია სასჯელის აღსრულებაზე, ამავდროულად ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვაზე. ჩვენ აღვასრულებთ სასჯელს და იმავდროულად ვიცავთ ყველა პატიმრის უფლებას. არ ვიმოქმედებთ არავითარ შემთხვევაში შეგრძნებების თუ პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე. არსებობს მკაცრად გაწერილი სამართლებრივი ნორმები, რომელსაც ჩვენ განუხრელად ვიცავთ,"- განაცხადა ბრეგაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა