„წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!" - თაკო ჩარკვიანს კომიტეტის სხდომა დაატოვებინეს
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, ხმაური იყო. "კანონი და სამართლის" დეპუტატს, თამარ ჩარკვიანს კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა ლომინაძემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
დაპირისპირება გელათის საკითხზე მსჯელობას მოჰყვა. თაკო ჩარკვიანისთვის მიუღებელია კულტურის მინისტრის განცხადება, რომელმაც პასუხისმგებლობა აირიდა გელათში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
"უკვე მესამედ მოგეცით შენიშვნა, ქალბატონო თამარ. გთხოვთ, დატოვოთ დარბაზი. მგონი, ეს გინდოდათ თქვენც და დატოვეთ დარბაზი! ", - მიმართა თავჯდომარემ ჩარკვიანს.
"ისედაც, წულუკიანის მოსასმენად ხომ არ დავრჩებოდი?!" - აღნიშნა პასუხად თამარ ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.