როდესაც 60 წლის ქალი, დილით, შუადღეს და საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, მე რომ კომპლიმენტი მითხრან, რა არის ცუდი ამის ფონზე?- წულუკიანი ჩარკვიანს
კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას ოპოზიციონერი თამარ ჩარკვიანი ახსენა, რომელსაც მანამდე დარბაზი დაატოვებინეს.
მან უმრავლესობის დეპუტატ რიმა ბერაძის კომპლიმენტზე პასუხად აღნიშნა:
„ქალბატონ თამარ ჩარკვიანს, რომელიც გაგდებულია დარბაზიდან, არ მოეწონა [კომპლიმენტი] და ეს გამიკვირდა იმიტომ, რომ როდესაც 60 წლის ქალი, ისე, რომ შენთვის ნებართვა არავის მოუცია, დილით, შუადღეს და საღამოს ეფერები უნებართვოდ მიშა სააკაშვილს ღია ეთერში, თქვენ რომ მე ცოტა კომპლიმენტი მითხრათ, რა არის ამაში ცუდი, ამის ფონზე, არ ვიცი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.