თეგებით ძიება

რუხის საჯარო სკოლაში ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა - სასწავლო პროცესი შეწყდა

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საჯარო სკოლას სახურავი გადახადა.

სასწავლო პროცესი საჯარო სკოლაში შეწყვეტილია. ადგილზე იმყოფებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

ძლიერმა ქარმა რეგიონში პრობლემები ასევე შექმნა მარტვილში, სადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებულია.

ასევე, პრობლემებია შექმნილი წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, სადაც საცხოვრებელი სახლების სახურავების ნაწილი დაზიანებულია.

რეგიონის რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტრო ენერგია.

წუხელ წაქცეული ხეებისგან გაიწმინდა სავალი ნაწილები, როგორც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მუნიციპალური სამსახურები რეგიონში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.       


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა