თეგებით ძიება

სტიქია ანაკლიაში - სახლების პირველი სართულები დაიტბორა, ქარმა დააზიანა სახურავები

ძლიერმა ქარმა და გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ანაკლიაში - დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ქარმა ადმინისტრაციულ შენობებს სახურავები გადახადა.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მდინარე ენგურის სანაპირო ზონაში მცხოვრებლებს, დაიტბორა სახლები. სამაშველო სამსახურმა ოჯახებიდან მოხუცები და ბავშვები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.

"არ გვეძინა მთელი ღამის განმავლობაში, სახლში ვერ შევდივართ, ვართ მეორე სართულზე, ყველაფერი გაფუჭებულია, განადგურებულია. იმედი არაფრის არ გვაქვს, ასე ვიძირებით ნელ-ნელა, პატრონი ჩვენ არ გვყავს", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

ამ დროისთვის ანაკლიაში წვიმამ გადაიღო თუმცა, ამინდის გაუარესება ისევ მოსალოდნელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა