მამის მიერ გაუპატიურებულმა არასრულწლოვანმა 7 თვის შვილი გააჩინა - რას ამბობენ სოფელში, სადაც დანაშაულის შესახებ გოგონას მშობიარობის შემდეგ გაიგეს (ვიდეო)
მამის მიერ გაუპატიურებულმა არასრულწლოვანმა 7 თვის შვილი გააჩინა. მხოლოდ ეს არ არის 17 წლის გოგონას უდიდესი ტრაგედია. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი საკუთარ შვილზე, სექსუალურად, 15 წლის ასაკიდან, 2 წლის განმავლობაში ძალადობდა, ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში კი, მას მოკვლით ემუქრებოდა.
ოჯახი, სადაც საზარელი დანაშაული წლების განმავლობაში გრძელდებოდა, მრავალშვილიანია, დანაშაულის ადგილი კი - იმერეთი. ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანი სამშობიაროდან დღეს გაწერეს, ნაადრევად გაჩენილი ჩვილი კი ინკუბატორში რჩება. ინცესტის შესახებ სოფელმაც და სკოლამაც მხოლოდ მოზარდის მშობიარობის შემდეგ შეიტყო.
"ცუდი ამბავი მოხდაო... ვერაფერს გეტყვით. [დაკავებული] ყველასთან ახლოს იყო სოფელში. წინა დღეს ერთად ვიყავით, არაფერი მსგავსი არ შემიმჩნევია, ჩვეულებრივად იყო. 3 დღეა, დააკავეს. შოკისმომგვრელია," - ამბობენ სოფელში.