ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია. ამ მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისათვის.
უღელტეხილზე ძლიერი ყინვაა, ამიტომ არ არის გამორიცხული, შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ვითარებას შუამთის მიმდებარე ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. დიდთოვლობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, დღეს დილიდან მუშაობა შეაჩერა თელავის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.
მერიაში განმარტავენ, რომ ავტობუსების მოძრაობა ამინდის გაუმჯობესებისთანავე აღდგება. გზებზე აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა, იყრება ტექნიკური მარილი და იწმინდება მაგისტრალები.