თეგებით ძიება

ჩვენთვის, ეს ადამიანი ფაქტობრივად არ არის პრეზიდენტი, გვაქვს მოლოდინი, არჩევნებამდე გადადგება - გივი მიქანაძე

„გვაქვს მოლოდინი, რომ ზურაბიშვილი არჩევნებამდე გადადგება“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, გადადგომის შემდეგ ზურაბიშვილი ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება.

„ჩვენთვის, ეს ადამიანი ფაქტობრივად არ არის პრეზიდენტი, გამომდინარე იქიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ის ცნო კონსტიტუციის უხეშ დამრღვევად.

სალომე ზურაბიშვილი არანაირი ნეიტრალიტეტის კონტექსტში არ ჯდება. ის ბოლო 6 თვე, ერთი წელიწადია თითქმის არის მთლიანად ოპოზიციურ ნარატივზე გადასული.

ჩვენ ამასაც ვამბობთ, რომ ეს ადამიანი არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, სავარაუდოდ, გადადგება თავისი პოზიციიდან და ერთ-ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას მიეკედლება“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანო საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ბოლო წლიური ანგარიშით წარდგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა