თეგებით ძიება

ზემო თხილვანაში ზვავმა სახლი წაიღო – გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი

"ბათუმელების" ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის ზემო თხილვანაში ზვავი და მეწყერული პროცესები განვითარდა და ერთ-ერთი სახლი წაიღო. სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. 

როგორც გამოცემასთან სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, ისინი 60 წლამდე ქალს საკუთარი ძალებით ეძებდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მათი თქმით, შემთხვევის დროს სახლში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მაგრამ კაცმა ზვავს გამოასწრო.

გამოცემასთან ხულოს მერია აცხადებს, რომ ამ დროისთვის სოფელთან დაკავშირებას ცდილობენ, რადგან გათიშულია ელექტროენერგია და დაზიანებულია მაგთიკომის სატელეფონო ქსელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა