მორიგი დემარში, პრეზიდენტს "ოცნება" ფეხზე არც დღეს წამოუდგა
საკანონმდებლო ორგანოში, წლიური მოხსენებით მისულ სალომე ზურაბიშვილის წინა გამოსვლის მსგავსად, ქართული ოცნება ფეხზე არც დღეს წამოუდგა. პროტოკოლის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ პრეზიდენტს დეპუტატები ფეხზე წამოდგომით ესალმებიან.
სალომე ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით წარდგება საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.
საგაზაფხულო სესია რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.