თეგებით ძიება

აჭარაში სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

აჭარის რეგიონში მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში ჩამოწოლილმა ზვავმა და მეწყერმა საცხოვრებელი სახლი წაიღო, შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ზვავს სახლში მყოფმა მამაკაცმა გამოასწრო, ხოლო 60 წლამდე ქალი დაიღუპა.

ქედაში კი სტიქიურ მოვლენებს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა