თეგებით ძიება

კობახიძის თქმით, მისი ცოლი დატოვებს თანამდებობას უწყებაში, რომელიც პრემიერთან არის ანგარიშვალდებული

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ინტერესთა კონფლიქტის რისკთან დაკავშირებით. მედიაში მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კობახიძის ცოლი - ნატალია მოწონელიძე სსიპ "საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს" ხელმძღვანელობს, ეს უწყება კი პრემიერმინისტრთანაა ანგარიშვალდებული.

კობახიძემ თქვა, რომ მას შემდეგ რაც პრემიერი ოფიციალურად გახდება, მისი ცოლი ამ თანამდებობას დატოვებს.

"არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება. კანონმდებლობაც ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, თუმცა, რომც არ ითვალისწინებდეს, რა თქმა უნდა, გამოირიცხებოდა ყველანაირი ფორმალური თუ არაფორმალური ინტერესთა კონფლიქტი. თქვენი ოჯახის წევრი დატოვებს თანამდებობას? რა თქმა უნდა", - თქვა კობახიძემ.

 ირაკლი კობახიძის ბოლო დეკლარაციის მიხედვით სააგენტოში მოწონელიძის წლიურმა ხელფასმა  85377,6 ლარი შეადგინა, რაც თვეში 7 114-ლარიან შემოსავალს გულისხმობს. პრემიერმინისტრობის კანდიდატი და მისი ცოლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ასწავლიან - მოწონელიძე ასოცირებული პროფესორია, კობახიძე - პროფესორი. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა