თეგებით ძიება

"მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული" - შალვა პაპუაშვილი

მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ თქვენ ქცევის წესებიდან - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ისინი სათანადოდ არ მიესალმნენ პრეზიდენტს დარბაზში შესვლისას.

პაპუაშვილმა თავის პასუხში ელისაშვილს ჩაცმულობაც დაუწუნა:

თუმცა, ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ, მისი 84-ე მუხლის მე-7 პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო, საქმიანი, ან ეროვნული. მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინცდამაინც ჩოხა-ახალუხს და ქამარ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ. ამიტომ, გთხოვთ, თუ მაინცდამაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციოთ ყურადღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე." აღნიშნა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილს დარბაზში შესვლისას "ქართული ოცნება" დღეს ფეხზე წამოდგომით არ მიესალმა, ხოლო მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა კრიტიკული გამოსვლა დაიწყო, "ოცნების" დეპუტატების ნაწილმა დარბაზი დატოვა. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა