მუსიკოსი ტობი კიტი გარდაიცვალა
მერიკელი ქანთრი-მუსიკოსი ტობი კიტი 62 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მანამდე კიტმა გაამხილა, რომ მას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კიტი დაავადებას „ღირსებით ებრძოდა“.
კიტი ქანთრის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსის კარიერა 30 წელზე დიდხანს გრძელდებოდა. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტებია Who's Your Daddy, Made in America, Should've Been a Cowboy.