"კარგად ვარ კარგად, შავი კამპანიაა აგორებული..." - რას წერს გიორგი მახარაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაზე?
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცნობილი იუთუბერი გიორგი მახარაშვილი, რომელსაც საზოგადოება „საეჭვო კაცის“ სახელით იცნობს გარდაიცვალა.
როგორც აღმოჩნდა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში თავად წერს.
„კარგად ვარ კარგად, შავი კამპანიაა აგორებული, ჩემივე აგორებულია თან, მარა ძაან გაშავდა სიტუაცია და მალევე მოვრჩეთ ამ ხუმრობას. პოდკასტს ვწერთ ახლა და ხუთშაბათს ვიბაზრებთ ამაზეც“, - წერს გიორგი მახარაშვილი.