თეგებით ძიება
06. 02. 2024 მსოფლიო

უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდა

უკრაინაში საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა კიდევ სამი თვით, 2024 წლის 13 მაისამდე გახანგრძლივდა. რადას 300-ზე მეტმა დეპუტატმა პრეზიდენტ ზელენსკის წარდგენილ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების კანონპროექტი გუშინ წარადგინა. 

შეგახსენებთ, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის დღეს შემოიღეს და მას შემდეგ ის რამდენჯერმე გაგრძელდა, ბოლოს 2023 წლის 8 ნოემბერს, როდესაც უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის ბრძანებულება დაამტკიცა და საომარი მდგომარეობაც და საყოველთაო მობილიზაციის ვადაც 2024 წლის 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა