ჯო ბაიდენს ემანუელ მაკრონი ფრანსუა მიტერანში აერია
ჯო ბაიდენს ემანუელ მაკრონი ფრანსუა მიტერანში აერია, რომელიც საფრანგეთს 1981 წლიდან 1995 წლამდე ხელმძღვანელობდა და 1996 წელს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ლას-ვეგასში საარჩევნო კამპანიის შეხვედრაზე გამოსვლისას ბაიდენმა 2021 წლის ივნისის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე თავისი საუბარი გაიხსენა: „არჩევისთანავე მივედი „დიდი შვიდიანის“ შეხვედრაზე სამხრეთ ინგლისში. მე დავჯექი და ვთქვი: „ამერიკა დაბრუნდა!“ და მიტერანმა გერმანიიდან – ვგულისხმობ საფრანგეთს – შემომხედა და მითხრა: „რამდენი ხნით დაბრუნდი?“
„პოლიტიკო“ წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა ბაიდენს რაიმე აერია ან დაავიწყდა. მათივე განცხადებით, 2023 წლის ივლისში პანდემიის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 100-ზე მეტი ადამიანი კორონა ვირუსით გარდაიცვალა. თუმცა თეთრმა სახლმა შეცდომა გამოასწორა და მოგვიანებით თქვა, რომ დაღუპულთა რიცხვი ერთ მილიონზე მეტი იყო. ასევე მედიის თქმით, ბაიდენს უკრაინის ომი ერაყში აერია.