ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის ყოფილი კულტურის სახლს ხე დაეცა
ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის ცენტრში, ყოფილი კულტურის სახლის, სადაც ამჟამად სპექტაკლები იდგმება, ხე დაეცა. შენობა დაზიანდა, რის გამოც, სპექტაკლები გადადებულია.
შეგახსენებთ, სამეგრელოს რეგიონში სტიქია მძვინვარებს. თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დატბორილია სახლების პირველი სართულები, გადახდილია სახურავები. სტიქიამ განსაკუთრებით ანაკლიის მოსახლეობა დააზარალა.