თეგებით ძიება
06. 02. 2024 მსოფლიო

სტამბოლში თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

სტამბოლში სასამართლოს შენობასთან ორმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივმა პოლიციამ ორივე თავდამსხმელი ადგილზევე მოკლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის სამი სამართალდამცველი, სამი კი სამოქალაქო პირია.

ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, ილმაზ თუნჩის თქმით, თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის უკან მარქსისტ-ლენინისტური სამხედრო დაჯგუფება DHKP-C იდგა. თავდასხმის სამიზნე სასამართლოს შენობასთან მდებარე საგუშაგო იყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა