თეგებით ძიება

„ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რამდენიმეჯერ “გააწნა სილა” ხელისუფლებას“ - თაკო ჩარკვიანი

„კანონისა და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:

დღევანდელ დღეს , ბრწყინვალე გამოსვლა  ჰქონდა სალომე ზურაბიშვილს, რამდენიმეჯერ “გააწნა  სილა” ხელისუფლებას, გაერთიანებისკენ მოუწოდა ყველას - კარგია, კი ბატონო  მუდამ ძალა ერთობაზე-გაერთიანებაზე ვსაუბრობ და მოვუწოდებ 2 პროცენტიან პარტიებს გადადონ ამბიციები ქვეყნის გადასარჩენად და  ნაბიჯს  გადადგმულს იმედია “იქიდანაც”- პრეზიდენტისგანაც გადმოდგმული ნაბიჯი მოჰყვება მოქმედებაში ასახული, პრეზიდენტმა ისაუბრა ელიტარულ  კორუფციაზე მათ მომძლავრებულ-მომატებულ  “მადაზე”,  კასტად ჩამოყალიბდითო უთხრა  ხელისუფლებას , ეს სასამართლო “მურუსიძე -ჩინჩალაძის  “ კატასტროფააო…..  დიახ, ასეა და  ,რადგან ეს ყველაფერი ასეა , სწორედ ახლა იქნება  დიდი ამნისტია  საჭირო , (რადგან ეს კატასტროფული სისტემა ასამართლებს  ხალხს, )ეს ბერკეტი თუ არა შეწყალების ბერკეტი  ნამდვილად მას აქვს ხელში -  პრეზიდენტს. ვრჩები იმ აზრზე რომ ამნისტია  არის ახლა დროული, რასაც მუდამ ვამბობ  და გახსოვთ პროექტიც შევიტანეთ პარტია “კანონმა და სამართალმა” ერთი წლის ( ცოტა მეტი) წინ, ეს ყველაზე სწორი  გადაწყვეტილება იქნება, რადგან ჩვენ გვინდა დასავლური  ტიპის არაკორუფციული,  არაკლანური  სასამართლო  და თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფო -სივრცე! - წერს თაკო ჩარკვიანი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა