თეგებით ძიება

"ორბი" რომ შვიდასსართულიან რკინაბეტონის ჩოჩხს ააშენებს, რატომ უნდა მოვიწონო, როცა ევროპის ზამთრის არც ერთ კურორტზე ხის "შალეების" გარდა არსად არაფერი არ მინახავს? - გიორგი ფოფხაძე

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროში,  მრავალფუნქციური სასტუმროს მშენებლობას  იწყებს, რასაც საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ევროპას კარგ რამეში რომ მივბაძოთ არ შეიძლება?.. თუუ, რკინაბეტონი იაფი და იორღაა? - საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ბახმაროში მრავალფუნქციური კომლექსის მშენებლობას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

არაფრის ექსპერტი არ ვარ მე და არც არასოდეს მქონია პრეტენზია, ერთად ერთი რაც ძალიან კარგად ვიცი ევროკავშირი და ევროინსტიტუტებია და ნეტა ესეც არ ვიცოდე, მარაა ბიჯო რა მაინტერესებს იციით, ბახმაროში რომ, სამშენებლო კომპანია "ორბი" რაღაც შვიდასსართულიან რკინაბეტონის  ჩოჩხს ააშენებს რატომ უნდა მოვიწონო, როცა ევროპის ზამთრის არც ერთ კურორტზე ხის "შალეების" გარდა არსად არაფერი არ მინახავს?.. არა და ზამთრის კურორტების ხშირი სტუმარი გახლავართ და აი ასეთი სასტუმროების გარდა, მართლა არ შემხვედრია რკინაბეტონის მრავალსართულიანი იდიოტობები..  ჩვენც რომ, მივბაძოთ კარგ რამეში ევროპას არ შეიძლება?.. თუუ, რკინაბეტონი იაფი და იორღაა? ..

აბა ეკოლოგიის ნორმებში ეგ არ ჯდება და ესთეტიკური ღირებულება ხომ საერთოდ ნოლი აქვს.. 

"რათა შვილო, რათა, რათა, რათა?" - წერს გიორგი ფოფხაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა