თეგებით ძიება

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო მატარებლის რეისები უქმდება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს, უქმდება შემდეგი რეისები:

თბილისი-ბათუმი (802),

თბილისი-ზუგდიდი (870),

თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),

ბათუმი-თბილისი (803),

ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),

ფოთი-თბილისი (873),

ხაშური-ზესტაფონი (6446)

ზესტაფონი-ხაშური (6417).

რკინიგზაში აცხადებენ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ამასთან, საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მოლითში მეწყრის ჩამოწოლის გამო, რეისზე არსებული მატარებლები ვერც დღეს, 6 თებერვალს გააგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, საუბარია:

ზუგდიდი-თბილისის (869),

ბათუმი-თბილისის (801)

თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავ შემადგენლობებზე, რომლებიც დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა