თეგებით ძიება

„არასოდეს დაიჯერო, რომ რაც გიზიდავს იმის მიღება არ შეგიძლია. შეგიძლია და ეს შენ კარგად იცი!“ - ირა მელიმონაძე

კომპანია „ლემონს გრუპის“ დამფუძნებელი, ბიზნეს განვითარების კონსულტანტი, ირა მელიმონაძე სოციალურ ქსელში წერს:

„მიდი, იჩხუბე.

დაწერე საწინააღმდეგო აზრი, გააკრიტიკე ყველა და ყველაფერი  მაშინ, როცა გეტყვიან - რომ შეგიძლია ბევრს მიაღწიო.

მაშინაც იჩხუბე - როცა ფულზე, ინვესტიციაზე და წინსვლაზე გელაპარაკებიან.

მარტივია, ხო?

მაგრამ მოდი, სულ ერთი წამით ამაზეც დაფიქრდი რამდენი რაღაც გეგონა ცოტა მიუღწეველი და რამდენი რაღაც გაშინებდა?

• პირველი ნაბიჯები, როცა სიარულს სწავლობდი;

• გამოცდები სკოლაში;

• გამოცდები უნივერსიტეტში;

• პირველი მესიჯის მიწერა "იმისთვის";

• მართვის მოწმობის აღება.

და ა.შ. უამრავი რამ.

ყველას შეუძლია მინიმუმ 10 ასეთი ამბავი გაიხსენოს, როცა ძალიან ნერვიულობდა და როცა რაღაც ძალიან რთული ეგონა.

მაგრამ ბოლოს, როგორც კი გადალახა, როგორც კი გამოუვიდა. 

ეგრევე იყო შეგრძნება - თავისუფლების, გამარჯვების და ბედნიერების.

ახლა კი, წლების მერე რომ გაიხსენებთ, შეიძლება სიცილად არ გეყოთ ის, რაც "ამხელა" და ასეთი გეგონათ.

ამიტომ მიიღეთ საჭირო ინფორმაცია, რჩევები.

მოისმინეთ, შეაფასეთ, თუ არ ეთანხმებით რამეს პირველ რიგში საკუთარ თავთან ისაუბრეთ რატომ და როგორ.

და ბოლოს, არასოდეს დაიჯერო, რომ რაც გიზიდავს იმის მიღება არ შეგიძლია.

შეგიძლია და ეს შენ კარგად იცი.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა