თეგებით ძიება

"მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო, ერთ სახლში მოყოლილია - მამა და 3 შვილი“ - ოჯახის ახლობელი, რომლის ნათესავებსაც ეძებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შს სამინისტროს ცნობით, ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია 3 ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. 6 ადამიანს კი ეძებენ.

„4 სახლია მიწასთან გასწორებული. ერთ სახლში მოყოლილები არიან - მამა და 3 შვილი. მეორე სახლში 3 ადამიანია - ჩემი მაზლიშვილი, რძალი და დედამთილი. ამბობენ, რომ სამივე გარდაცვლილია. ერთ-ერთი გადარჩენილი, ჩემი მაზლია და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. წლებია აქ ცხოვრობენ და არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. მეწყერი ღამე ჩამოწვა და ვერავინ გამოასწრო“, - აცხადებს ოჯახის ნათესავი.

 „ვერ გეტყვით რა მოხდა. არ გამიგია ხმაური. 60 წლის ვარ და მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა აქამდე. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა