თეგებით ძიება

2023 წლის დეკემბერში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 3.5 პროცენტით გაიზარდა.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 17.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.57 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 17.3 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 52.0 პროცენტიანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.5 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 10.7 და 4.29 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა