ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო - სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო.
ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”,-აღნიშნავს პრეზიდენტი.