თეგებით ძიება

თბილისის მერია 40 18-მეტრიანი ავტობუსის ყიდვას გეგმავს

თბილისის მერია 40 18-მეტრიან ავტობუსს შეისყიდის, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, გასულ წელს დაგეგმილი იყო 200 ერთეულის ყიდვა, თუმცა თანხის უკმარისობის გამო მხოლოდ 160 შეიძინეს. კალაძის თქმით, დარჩენილი 40 ავტობუსის შეძენა წელს განხორციელდება.

„ვიწყებთ პროცედურებს, რომ დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. ჩვენ თავიდან დავაანონსეთ 200 ერთეულის შეძენა, თუმცა იმის გამო რომ თანხები არ გვქონდა საკმარისი შევიძინეთ მხოლოდ 160 ერთეული და წელს გვინდა დამატებით იმ 40 ერთეულის შეძენა. გაზრდილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მისასალმებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა