თეგებით ძიება

მთელი გულით ვიზიარებ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, მათი ახლობლების გულისტკივილს - კახა კალაძე

კახა კალაძე სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში გვიან ღამით მომხდარ სტიქიურ უბედურებას, რამაც მთელი საქართველო შეძრა. უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანთა სიცოცხლე იმსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება. გრძელდება სამძებრო/სამაშველო სამუშაოები. აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში მომხდარ სტიქიას ასევე მოჰყვა მსხვერპლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი თემურ ბარამიძე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, მათი ახლობლების გულისტკივილს!“ - განაცხადა კალაძემ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. ამ დროისთვის ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად ნანახია 4 ადამიანის ცხედარი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა